
მესამე წელია საწოლს არის მიჯაჭვული. 2019 წლამდე კი ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი იყო, რომელიც უკეთესი მომავლის შესაქმენლად სულ შრომობდა. მერე იყო ერთი საბედისწერო დღე, რომელმაც ირაკლი გელაშვილის ცხოვრება თავდაყირა დააყენა.
მშენებლობაზე მუშაობდა. საკუთარი შემოსავალიც ჰქონდა და ბედს არ უჩიოდა. ერთ დღეს სამსახურში მისული, დაახლოებით 6-7 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაუზიანდა…
ახლა დამოუკიდებლად საწოლში გადაბრუნებაც არ შეუძლია. რეაბილიტაციის კურსის გავლა სჭირდება, რომ წამოჯდომა და ეტლით სარგებლობა მაინც შეძლოს.
ავჭალაში ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს. მშობლები წლების წინ გარდაეცვალა. ჰყავს და და ძმა, რომლებმაც ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოწურეს… ირაკლის შემოსავალი მხოლოდ პენსიაა, რომელიც თვიდან თვემდე საკვებშიც არ ჰყოფნის…
„პრაიმტაიმი“ მის მეგობარს, ანა სარდლიშვილს ესაუბრა.
„ირაკლი ჩემი მეგობარია. უბედური შემთხვევის შემდეგ მას დაზიანებული ხერხემლის მალები. მესამე წელია საწოლს არის მიჯაჭვული. უბედური შემთხვევის შემდეგ, ერთი ოპერაცია გაუკეთდა და მას შემდეგ ერთ პოზიციაში წევს. მას დაჯდომა არ შეუძლია. კეთილი ადამიანების დახმარებით შევუძინეთ სამედიცინო საწოლი.
რეალობა ისაა, რომ 95% სიარულს ვეღარ შეძლებს, თუმცა ირაკლის არ სჯერა. სჯერა იმის, რომ თუ რეაბილიტაციას გაივლის, ისევ შეძლებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. იმისათვის, რომ მან წამოჯდომა მაინც შეძლოს და ეტლით ისარგებლოს, საჭიროა რეაბილიტაციის სრულყოფილი კურსის გავლა, რომელიც საკმაოდ დიდი თანხა ჯდება. ტატიშვილის კლინიკაში ჩაუტარდა საფუძვლიანი გამოკვლევა და მოგვცეს გარანტია, რომ სრული სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ, შეძლებს ეტლით სარგებლობას.
საუბარია სხვადასხვა სახის მასაჟებზე, რომლის სრული კურსი 30 ათასი ლარი ჯდება. იმის გამო, რომ ოჯახს საშუალება არ აქვს, ვერ ხდება მკურნალობის დაწყება. ირაკლის მშობლები აღარ ყავს, მისი და სოციალურად დაუცველია, ძმაც უმუშევარია, თუმცა ორივე ყოველთვის მის გვერდითაა და შესაძლებლობის ფარგლებში მხარში უდგანან.
გარდა რეაბილიტაციისა, მას ყოველდღიურად ესაჭიროება მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები. კეთილი ადამიანების დახმარებით ეს პრობლემაც არ ჰქონდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ თითქოს ირაკლი გარდაიცვალა. როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ის სხვა ადამიანში შეეშალათ და ამის გამო კეთილმა ადამიანებმა მისი დახმარება შეწყვიტეს.
მას ახლა ჰაერივით სჭირდება გვერდში დგომა. კეთილ ადამიანებს არაერთხელ შეუცვლიათ უძლურებაში მყოფი პირების ცხოვრება. მჯერა, რომ საზოგადოება ირაკლისთვისაც გაერთიანდება და ყველა ერთად შევცლით უკეთილშობილესი ადამიანის ცხოვრებას.“ – ამბობს ანა სარდლიშვილი.
ირაკლის პ/ნ 01001068972
ლიბერთი ბანკი-მიმღები ირაკლი გელაშვილი (ბენეფიციარი) GE41LB0211153697373000
საქართველო-მიმღები ირაკლი გელშვილი (ბენეფიციარი) GE36BG0000000698240500
თი ბი სი – მიმღები ანა სარდლიშვილი (მეგობარი) GE27TB7198145068100003
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:






















