
მღვდელმთავრობიდან განყენებული პეტრე ცაავა აცხადებს, რომ საპატრიარქოსა და პატრიარქის ფონდში აუდიტი უნდა შევიდეს. ამის შესახებ მეუფემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცახადა.
„მთავარია რაც გვაქვს ის დავხარჯოთ სწორად და ღმერთმა ხომ იცის ჩვენი შესაძლებლობა. დამოკიდებულია რამდენად სწორად იხარჯება, სოციალურ პროექტებში მიდის და არ მდიდრდება ამით ვინმე.
როგორც სახარებაში წერია,მდიდარი ისე ვერ შევა სასუფეველში, როგორც აქლემი ნემსის ყუნწში. თუმცა, ღვთისთვის შეუძლებელი არაფერია.
სიმდიდრე არაა ცოდვა, მისი არასწორად მოხმარებაა დანაშაული, ცოდვა, ბოროტება. ამიტომ გააჩნია ვინ როგორ ხარჯავს.
მე პირადად ვიმეორებ, იყო მოწოდება გამოთქმული. აუდიტი უნდა შევიდეს საპატრიარქოში, იგივე პატრიარქის ფონდში.
შეისწვალონ და ყველა კითხვაზე გასცენ პასუხი. დავიწყოთ მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.
შეგახსენებთ, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ „25 მილიონი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა, ვალებში ვიხრჩობით“.






















