
ეს ბოლო სიმღერაა, რომელიც „დოიჯამ“ ისრაელში წამოსვლის წინ ჩაწერა“ – სიმღერა რამდენიმე თვის წინ ზურა დოიჯაშვილის მეუღლემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
შეგახსენებთ, მომღერალი და მუსიკოსი ზურაბ დოიჯაშვილი გარდაიცვალა.
მომღერალი ბინის დაკარგვის გამო, საქართველოდან ოჯახთან ერთად ისრაელში ემიგრაციაში წავიდა. ბოლო თვეების განმავლობაში ის მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ.
გასული წლის დეკემბერში დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურა დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.























