12:17 | 2021-05-30 ავტორი: Prime Time

სიმსივნით დაავადებულ 11 წლის პატარა ბიჭს ახალი თირკმელი მასწავლებელმა აჩუქა

სიმსივნით დაავადებულ 11 წლის პატარა ბიჭს ახალი თირკმელი მასწავლებელმა აჩუქა

რობინისა და ვარდის 8 წლის შვილის ცხოვრება საკმაოდ რთულად დაიწყო. მას 3 წლის ასაკში ვილმის სიმსივნის მე-3 სტადიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც თირკმლის კიბოს ერთ-ერთი ფორმაა.

 

ამის გამო გევინი ძირითად დროს საავადმყოფოში ატარებდა.

 

„გევინს ოპერაცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც მარცხენა თირკმელი დაკარგა. პარალელურად იგი ქიმიოთერაპიასაც იტარებდა, რადგან კიბო მის ფილტვზეც იყო გავრცელებული. მკურნალობა წარმატებული აღმოჩნდა და კიბო რემისიის ფაზაში გადავიდა, თუმცა სიხარული ხანმოკლე იყო, რადგან დაავადება ერთი წლის შემდეგ ისევ დაბრუნდა, ამჯერად მეორე თირკმელზე. ექიმებმა გვითხრეს, რომ გევინის გადარჩენის ერთადერთი გზა სხივური თერაპია იყო, რაც მის დარჩენილ თირკმელს საბოლოოდ გაანადგურებდა“,- ამბობს რობინი.

 

 

მკურნალობიდან 3 თვეში გევინის თირკმელმა მუშაობა შეწყვიტა და მისი დიალიზზე გადაყვანა გახდა საჭირო.

 

„მან ძალიან ბევრი დრო დაკარგა. დრო, რომელიც ბავშვებთან თამაშში უნდა გაეტარებინა“,- აღნიშნავს რობინი.

 

რობინმა და ვარდმა იცოდნენ, რომ მათი უმცროსი შვილის ცხოვრების წესი სამუდამოდ ასეთი ვერ იქნებოდა – მას გადანერგვა სჭირდებოდა, მაგრამ ახალი თირკმლის მისაღებად გევინი ორი წლის განმავლობაში სრულიად ჯანმრთელი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ მომდევნო წლების განმავლობაში გევინი დიალეზის აპარატზე იყო მიერთებული.

 

საბოლოოდ, მკურნალობამ შედეგი გამოიღო მან კიბო დაამარცხა, რის შემდეგაც მშობლებმა ის ახალი თირკმლის მომლოდინეთა სიაში შეიყვანეს.

 

„პრობლემა ის იყო, რომ ახალი ორგანოს ლოდინი ადამიანებს წლების განმავლობაში უწევთ. მე და რობინმა შემოწმება გავიარეთ, რათა შვილისთვის ჩვენ გადაგვენერგა თირკმელი. თუმცა, არცერთი არ აღმოვჩნდით შესაბამისი“,- აცხადებს რობინი.

 

 

სწორედ ამიტომ, რობინმა და ვარდმა გადაწყვიტეს ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაევრცელებინათ:

 

„თირკმელი გვჭირდება. უფრო ზუსტად, გევინს ჭირდება. იმედი გვაქვს, ამ იმეილში მოცემული ინფორმაცია სწორად მიგახვედრებთ იმას, თუ რატომ ვითხოვთ ამდენს თქვენგან“.

 

რამდენიმე კვირის შემდეგ, რობინმა ენ ჩიუმინოსგან წერილი მიიღო. ის ოჯახს არ იცნობდა, თუმცა დახმარების სურვილი ჰქონდა. ენი ამბობდა, რომ ის ბავშვს თირკმელს გადაუნერგავდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის იმ სკოლის ადმინისტრატორი იყო, სადაც გევინი სწავლობდა.

 

გევინი და ენი

 

„ენს შევხვდი და მან მითხრა, რომ ჩვენმა ისტორიამ მასზე ძალიან იმოქმედა და უნდოდა გევინისთვის თირკმელი გადაენერგა“,- ამბობს რობინი.

 

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. 11 წლის გევინს ახალი თირკმელი საშუალებას მისცემს, რომ სკოლაში სწავლა გააგრძელოს, მეგობრებთან თამაში შეძლოს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

 

ავტორი: Prime Time

X