12:01 | 2020-08-15 ავტორი: ალექსი ქამადაძე

სიმსივნით დაავადებული ქალის დასახმარებლად, თელავში ფოტოგამოფენა მოეწყო

სიმსივნით დაავადებული ქალის დასახმარებლად, თელავში ფოტოგამოფენა მოეწყო

Colorless Telavi – ამ სახელწოდების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა Covid 19-ის გამო დაწესებული კარანტინის დროს, თელავის ცხოვრებას ასახავდა.

 

დღეიდან ფულადი დახმარების მისაღებად აქ უნდა დარეგისტრირდეთ - daxmareba.moh.gov.ge
2020-08-15დღეიდან ფულადი დახმარების მისაღებად აქ უნდა დარეგისტრირდეთ - daxmareba.moh.gov.ge

 

ფოტოგრაფ გიორგი ჩეკურიშვილის პერსონალურ გამოფენაზე, კომენდანტის საათის დროს გადაღებული დაცარიელებული ქალაქის ქუჩების 40-მდე შავ-თეთრი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

 

საქველმოქმედო გამოფენიდან შესულ თანხას, ორგანიზატორები, მთლიანად ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ თელაველ ქალს გადასცემენ.

 

გამოფენას ექიმები და ეპიდემიოლოგები ესწრებოდნენ.

 

საქველმოქმედო ღონისძიებაში თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, „ქართული ოცნებიდან“, ირაკლი ქადაგიშვილიც ესწრებოდა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X