22:28 | 2021-11-11 ავტორი: Prime Time

„სინამდვილეში, დიდ ტკივილს ატარებდა, მაგრამ თავისი ჯვრის სიმძიმეს არ იმჩნევდა“ – ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

„სინამდვილეში, დიდ ტკივილს ატარებდა, მაგრამ თავისი ჯვრის სიმძიმეს არ იმჩნევდა“ – ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გელა ჩარკვიანის ოჯახს უსამძიმრებს.

ბოლო ერთ თვეში ამ სოფელში სამმა მოზარდმა მოიკლა თავი - რას ჰყვებიან ადგილობრივები
2021-11-11ბოლო ერთ თვეში ამ სოფელში სამმა მოზარდმა მოიკლა თავი - რას ჰყვებიან ადგილობრივები

 

„ბატონი გელა ჩარკვიანი ჩვენი დროის გამორჩეული პირვნებაა. იგი თავისი მრავალფეროვანი, მრავალმხრივი ნიჭის წყალობით  როგორც ძველი,  ისე ახალი თაობისათვის ყოველთვის მისაღები და ახლობელი იყო.  მუდამ ხალისიანი, სინამდვილეში, დიდ ტკივილს ატარებდა, მაგრამ თავისი ჯვრის სიმძიმეს არ იმჩნევდა.

 

პუბლიცისტი, დიპლომატი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი,  მუსიკოსი. . .  ბატონი გელა ფართო საზოგადოებამ სატელევიზიო გადაცემებით  გაიცნო და შეიყვარა. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან შეიწყალოს იგი და სასუფეველი დაუმკვიდროს.

 

ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახის წევრები“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

ავტორი: Prime Time

X