10:58 | 2021-11-10 ავტორი: Prime Time

სინგაპურის მთავრობა კორონავირუსის უფასო მკურნალობას აჩერებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ

სინგაპურის მთავრობა კორონავირუსის უფასო მკურნალობას აჩერებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ

სინგაპურის მთავრობა კორონავირუსის უფასო მკურნალობას აჩერებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ.

 

ინფორმაციას ამის შესახებ Independent-ი ავრცელებს.

 

სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში არავაქცინირებული პირები იმ ადამიანების დიდ უმრავლესობას შეადგენენ, ვისაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობა ესაჭიროება.

 

„ისინი არაპროპორციულად უწყობენ ხელს ჩვენი ჯანდაცვის რესურსების დატვირთვას. ამრიგად, 2021 წლის 8 დეკემბრიდან კოვიდპაციენტებს, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ, მკურნალობის გადასახადს დავაკისრებთ. აღნიშნული ზომა ყველა არავაქცინირებულ კოვიდპაციენტზე გავრცელდება, რომლებსაც საავადმყოფოებში 2021 წლის 8 დეკემბრიდან მიიღებენ“, – განაცხადეს სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

აღნიშნული ზომა არ გავრცელდება იმ პირებზე, ვისაც ვაქცინის მიღება სამედიცინო მიზეზების გამო არ შეუძლია.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X