21:28 | 2021-02-07 ავტორი: Prime Time

სინგაპურში მედპერსონალს COVID-19-ის ვაქცინის 5 დოზა შემთხვევით გაუკეთეს – ნახეთ, როგორია მისი მდგომარეობა ახლა

სინგაპურში მედპერსონალს COVID-19-ის ვაქცინის 5 დოზა შემთხვევით გაუკეთეს – ნახეთ, როგორია მისი მდგომარეობა ახლა

სინგაპურში ვაქცინაციის ტრენინგის დროს, ერთ-ერთ მედიკოსს Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის 5 დოზა შემთხვევით გაუკეთეს. ამის შესახებ Straits Times-ი ეროვნულ ოფთალმოლოგიის ცენტრზე SNEC დაყრდნობით წერს. შემთხვევა 14 იანვარს მოხდა.

 

შეცდომა რამდენიმე წუთში აღმოაჩინეს, მას შემდეგ რაც სამედიცინო დაწესებულების პერსონალი სპეციალურ დასასვენებელ ოთახში იმყოფებოდა. შედეგად ექიმები იწყებენ მედპერსონალის შემოწმებას.

 

ექიმი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ორი დღის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. ის თავს კარგად გრძნობს და ჯანმრთელობის პრობლემები არ აღენიშნება, თუმცა SNEC-ში აცხადებენ, რომ მასზე დაკვირვება მაინც მიმდინარეობს.

 

დაწესებულების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ შეცდომა ადამიანურმა ფაქტორმა გამოიწვია.

ავტორი: Prime Time

X