13:10 | 2020-05-07 ავტორი: Prime Time

სინოდი სკანდალური გადაწყვეტილებისთვის ემზადება – რომელ მაღალიერარქს განკვეთავენ ეკლესიიდან

სინოდი სკანდალური გადაწყვეტილებისთვის ემზადება – რომელ მაღალიერარქს განკვეთავენ ეკლესიიდან

„პრაიმტაიმს“ საქართველოს საპატრიარქოდან წყარო უყვება, რომ სინოდის უახლოეს სხდომაზე რამდენიმე სასულიერო პირს ეკლესიიდან განკვეთავენ.

 

ჩვენი ინფორმაციით, სინოდის სხდომა, სავარაუდოდ ივნისში გაიმართება და ეკლესიიდან განკვეთავენ ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს, მეუფე პეტრე ცაავას.

 

ასევე იგეგმება მეფე პეტრეს მხარდამჭერი რამდენიმე სასულიერო პირის განკვეთა.

 

სინოდი ამ რადიკალური გადაწყვეტილების მისაღებად რომ მართლაც ემზადება, ამაზე ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმაც მიანიშნა.

 

„მეუფე პეტრეს ვპირდები, რომ როცა გაიმართება სინოდის სხდომა, ის მეუფე აღარ იქნება“, – თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

 

მან ასევე მეუფე პეტრეს თანამოაზრე მღვდელმსახურს, მამა ანდრია სარიას ეკლესიის მტერი და მშიშარა კაცი უწოდაა.

 

„მაგენი ქუჩაში რომ გამოვიდნენ, ვიღაც თავს გაუტეხავს“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

 

„მეუფე იაკობი დედებს, მღვდელმთვრებს აგინებდა და ასეთი ადამიანის განცხადებები სერიოზულად როგორ უნდა შევაფასო“, – ასე პასუხობს მამა ანდრია სარია ბოდებელ ეპისკოპოსს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

 

სარია სინოდს იმ განცხადების განხილვისკენ მოუწოდებს, რომელიც მან დაარეგისტრირა და რითიც ის პირიქით, მეუფე იაკობის ეკლესიიდან გაკვეთას მოითხოვს.

 

„მან თქვა, გახარია პრემიერ-მინისტრი თუ გახდება მე ჩამოვაგდებო. გინახავთ ჩამოგდებული პრემიერი?!

 

შეიძლება იმ ადამიანის სიტყვები სერიოზულად აღვიქვათ, რომელიც ამბობს, რომ სასამართლოს გააუქმებს, პრემიერ-მინისტრს ჩამოაგდებს, თავის მოგლეჯვით ემუქრებოდა ხალხს.

 

სირცხვილია მისი განცხადებების შეფასება“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მამა ანდრია სარია.

ავტორი: Prime Time

X