17:32 | 2021-06-13 ავტორი: Prime Time

სინოდმა იქ რა უნდა გააკეთოს?! – მეუფე სტეფანე ნინოწმინდის პანსიონზე

სინოდმა იქ რა უნდა გააკეთოს?! – მეუფე სტეფანე ნინოწმინდის პანსიონზე

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენები წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველი ჯერჯერობით არ არის.

 

“ეს საკითხი სასინოდო არ არის. მუშაობს ხალხი იქ, რაღაც საკითხებში გამოძიებაა, სინოდმა იქ რა უნდა გააკეთოს?! ჯერ ბევრი რამე უნდა გავარკვიოთ და მერე შევხედოთ, თუ საჭიროა, სინოდზეც იქნება, თუ არაა საჭირო არ იქნება”, – თქვა მეუფე სტეფანემ.

 

კითხვაზე – უნდა შეუშვან თუ არა სახალხო დამცველი პანსიონში, მეუფემ თქვა, რომ ეკლესიასთან შეთანხმების შემთხვევაში, ეს პრობლემა არ იქნება.

 

“ამასთან დაკავშირებით ეკლესიამ გამოთქვა პოზიცია. მიმართოს ეკლესიას და მერე ეკლესიასთან ერთად რა თქმა უნდა შესაძლებელია. არ უთქვამს ეკლესიას, რომ არ შეუშვებს”, – თქვა მეუფემ.

 

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე სპირიდონს პატიოსან ადამიანად ახასიათებს.

 

“მეუფე სპირიდონი მართალი, წესიერი ადამიანია. სხვა მხრივ ვერ გეტყვით იქ რა და როგორ… მე ვიცი, რომ უამრავი დრო და სახსრები დახარჯა მან ამ ბავშვებისთვის, სიყვარული რაც მთავარია, გადაგებული არის ამ ბავშვებზე. მე ვიცი ერთი რამეც, რომ გეგმაზომიერად მიდის ეკლესიის დისკრედიტაცია და ეს ერთერთი ნაწილია ამის. ეს პირდაპირ ჩანს მოქმედებებში, მაგრამ კონკრეტული სიტუაციები არ ვიცი”, -აღნიშნა მეუფემ.

 

ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი მართავს და რომელსაც ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ, კვლავაც რჩება 23 ბავშვი.

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X