20:31 | 2021-07-21 ავტორი: Prime Time

Sinopharm-ის ვაქცინა დელტა შტამის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტიანია – კვლევა

Sinopharm-ის ვაქცინა დელტა შტამის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტიანია – კვლევა

შრი-ლანკის უმაღლესი სასწავლებლის, შრი-ჯაიავარდენეპურას უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსის ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი ძლიერ ეფექტიანია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც უკვე დომინანტი შტამი ხდება მთელ მსოფლიოში.

ნახეთ, როგორ მიულოცა კახა კალაძემ ნანი ბრეგვაძეს დაბადების დღე
2021-07-21ნახეთ, როგორ მიულოცა კახა კალაძემ ნანი ბრეგვაძეს დაბადების დღე

 

კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის და ამჟამად ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე medRxiv.

 

„აღმოჩნდა, რომ ეს ვაქცინა ძალიან ეფექტიანია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ. ანტისხეულების პასუხი ამ შტამის მიმართ, ისევე როგორც გამანეიტრალებელი ანტისხეულები, დაახლოებით იგივე დონით ფიქსირდება, როგორც ბუნებრივი ინფექციის გადატანის შემდეგ“, – წერს უნივერსიტეტი განცხადებაში.

 

კვლევის მიხედვით, ორი დოზით აცრის შემდეგ, ვაქცინირებულთა 95 პროცენტს განუვითარდა ანტისხეულების ის დონე, რაც COVID-19-ით ბუნებრივად ინფიცირების შემდეგ ფიქსირდება.

 

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, შრი-ჯაიავარდენეპურას უნივერსიტეტის იმუნოლოგიისა და მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტის პროფესორის, ნეელიკა მალავიგეს განცხადებით, ეს Sinopharm-ის ვაქცინის ამ სახის პირველი კვლევაა მსოფლიოში, რომლის ფარგლებშიც ექსპერტებმა იმუნურ სისტემაზე ამ ვაქცინის ყველა შესაძლო ასპექტი შეისწავლეს.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X