06:10 | 2020-05-02 ავტორი: Prime Time

მოსალოდნელი ამინდის შესახებ სინოპტიკოსები ინფორმაციას ავრცელებენ

მოსალოდნელი ამინდის შესახებ სინოპტიკოსები ინფორმაციას ავრცელებენ

5 მაისამდე საქართველოში პერიოდულად ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იქნება.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-5 მაისს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

 

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსი იქნება.

 

ამასთან, თბილისში 2-5 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +22 +25 გრადუსი დაფიქსირდება.

ავტორი: Prime Time

X