09:17 | 2021-06-14 ავტორი: თეონა ყაჭიური

„სინოვაკის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია დღეიდან განახლდება

„სინოვაკის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია დღეიდან განახლდება

„სინოვაკის“ ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაცია, როგორც პირველ, ასევე მეორე დოზაზე დღეიდან, 14 ივნისიდან განახლდება. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

„1-ელ ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ “სინოვაკის” ვაქცინას 18 წლის ასაკიდან გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მისცა .

 

საქართველოში “სინოვაკის” 100 000 დოზა ვაქცინა 29 აპრილს შემოვიდა და დღემდე პირველი დოზით აცრილია 17 199 მოქალაქე. აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ გვერდს: booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

„სინოვაკის” მეორე დოზა კეთდება პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში. “სინოვაკის” ვაქცინა, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა.

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X