12:48 | 2021-07-05 ავტორი: თეონა ყაჭიური

„სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს?!. – ჩამტვრეულია ფანჯრები

„სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს?!. – ჩამტვრეულია ფანჯრები

რადიკალური ჯგუფები სირცხვილიას ოფისთან მივიდნენ. აქციის მონაწილეებმა კვერცხები დაუშინეს იმ შენობას, სადაც „სირცხვილიას“ და „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

შენობაში ჩამტვრეულია მინებიც. შეკრებილები ამბობენ, რომ პრაიდის ჩატარების უფლებას მოქალაქეებს არ მისცემენ.

 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პრაიდის ორგანიზატორები შენობაში იმყოფებიან. შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული.

 

თუმცა, როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, მათ მოახერხეს შენობიდან გასვლა და ახლა უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან.

 

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X