
დღეს, 4 თებარვალს, ლურჯი მონატრის კედლებიდან არწივი გააცილეს, რომელიც შვილთან იმიერში გაფრინდა.
საზოგადოებამ უკანასკნელად მიაგო პატივი ქართული ესტრადის ლეგენდარულ მომღერალს. იყო, აპლოდისმენტები, ბევრი ცრემლი და ყვავილი.
თემურ წიკლაურმა აქ, ამიერში ქართული სულის უკვდავება დატოვა. უკვდავი სახელი დატოვა და რაც მთავარია სიყვარული, რომელიც ყველა თაობას აერთიანებს.
გასულ წელს, ხურვალეთში მავთულხლართებთან მომღერალმა თემურ წიკლაურმა ოთხოზორია-ტატნუაშვილის სახელზე ხეები დარგო, ოკუპირებულ ხურვალეთში პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი სიმღერა შეასრულა, კლიპისთვის ვიდეო კადრები გადაიღო და ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობები, ე.წ. დინამიკები ოკუპანტებისკენ მიმართა. ეს მისეული პროტესტი იყო…
სწორედ იმ დღეს, როცა მომღერალი ხურვალეთს სტუმრობდა, “პრაიმტაიმს” ესაუბრა. გეგმები ბევრი ჰქონდა, ის გაზაფხულზე ხურვალეთში კონცერტის ჩატარებას გეგმავდა… ხურვალეთი ჩემი ბრძოლის ველია, ჩემი ბრძოლის იარაღი კი სიმღერააო, ამბობდა თემურ წიკლაური. წაიკითხეთ სრულად






















