
სისხლიანი დაპირისპირება გორში. დაჭრილია ახალგაზრდა კაცი. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ორ პირს შორის დაპირისპირება, ფინანსურ საკითხს უკავშირდება..
დაშავებულს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “პრაიმტაიმს” განუცხადეს, საქმეზე იდენტიფიცირებულია ერთი პირი, რომელიც პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.
მათივე ცნობით, გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.
ასევე დაგაინტერესებთ:






















