09:58 | 2021-10-25 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

სისხლიანი გარჩევა აფხაზეთში – შეიარაღებულმა მამაკაცმა ქურდის ნაცვლად მეგობარი მოკლა

სისხლიანი გარჩევა აფხაზეთში – შეიარაღებულმა მამაკაცმა ქურდის ნაცვლად მეგობარი მოკლა

ოკუპირებულ აფხაზეთში მკვლელობა მოხდა. გუდაუთის რაიონის სოფელ ააცში კრიპტოვალუტის მაინინგ – მოწყობილობის ქურდობას მსხვერპლი მოჰყვა.

 

შემთხვევა 20 ოქტომბერს მოხდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, 5-მა პირმა, მათ შორის – რენატა პაჩალიამ, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს მაინინგ მოწყობილობის ქურდებს, თუმცა რენატა პაჩალიას მიერ ნასროლი ტყვია მისსავე მეგობარს, ასტამურ არძინბას მოხვდა, რომელიც მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

 

პაჩალიას წინააღდეგ საქმე 2 მუხლით აღიძრა, მკვლელობისა და ასევე, წინასწარი შეთქმულების შედეგად პირთა ჯგუფის მიერ იარაღის უკანონო შეძენა, ტარება, რეალიზაცია და შენახვა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X