10:42 | 2021-03-25 ავტორი: Prime Time

სისხლიანი გარჩევა გურჯაანში – ვინ არის კრიმინალურ ავტორიტეტად ცნობილი კაცი, რომელიც გამთენიისას დაჭრეს

სისხლიანი გარჩევა გურჯაანში – ვინ არის კრიმინალურ ავტორიტეტად ცნობილი კაცი, რომელიც გამთენიისას დაჭრეს

„პრაიმტაიმისათვის“ ცნობილი გახდა, რომ გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში სამი დაჭრილი მამაკაცია გადაყვანილი.

 

დაჭრილებს შორის, გურჯაანში კრიმინალურ ავტორიტეტად ცნობილი, მალხაზ ბადუაშვილიც არის. ბადუაშვილს გულმკერდის არეში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს.

 

გურჯაანში, მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს, დაჭრილია კრიმინალურ ავტორიტეტად ცნობილი პირი
2021-03-25გურჯაანში, მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს, დაჭრილია კრიმინალურ ავტორიტეტად ცნობილი პირი

 

საავადმყოფოს დირექტორის, გელა ორველაშვილის ინფორმაციით, დაჭრილებს საოპერაციოდ ამზადებენ.

 

„სამი მამაკაცია შემოყვანილი, რომლებიც სხეულის სხვადასხვა არეში, ცეცხლსასროლი იარაღით არიან დააჭრილები. მდგომარეობა ითხოვს ქირურგიულ ჩარევას და ამ წუთებში ვამზადებთ საოპერაციოდ“. – განაცხადა ორველაშვილმა.

 

მალხაზ ბადუაშვილის სახელს უკავშირდება, 2020 წლის თებერვალში, გურჯაანის საავადმყოფოში მომხდარი სროლის ფაქტიც. მაშინ დაუდგენელმა პირმა, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის იმ პალატისკენ ისროლა, სადაც ბადუაშვილი მკურნალობდა.

 

შეგახსენებთ, შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, გამთენიისას მოხდა. ჯერ დაუდგენელმა პირმა, ავტომანქანაში ჩაცხრილა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი და დაჭრა სამი ადამიანი.

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X