19:17 | 2021-06-04 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სისხლიანი გარჩევა ქუთაისში – დაჭრილია ჯარისკაცი

სისხლიანი გარჩევა ქუთაისში – დაჭრილია ჯარისკაცი

სისხლიანი გარჩევა ქუთაისში. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს.

 

დაჭრილი რეფერალურ ჰოსპიტალშია შეყვანილი. მას კიდურზე ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის დავით ჯანაშიას ინფორმაციით, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

 

ნოდიკო ტატიშვილს მშობლები ლევან რატიანმა გადაურჩინა - ნახეთ რას უყვება მომღერალი პრაიმტაიმს
2021-06-04ნოდიკო ტატიშვილს მშობლები ლევან რატიანმა გადაურჩინა - ნახეთ რას უყვება მომღერალი პრაიმტაიმს

 

„მამაკაცი შემოიყვანეს მარცხენა ფეხზე გამჭოლი ჭრილობით, კუნთების, ძვლების და სისხლძარღვების დაზიანებით. გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია. მოხერხდა კიდურის შენარჩუნება. ამჟამად განაგრძობს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში. ჭრილობა ან ბასრი საგნით, ან ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მოყენებული“, – განაცხადა დავით ჯანაშიამ.

 

კლინიკაში იმყოფებიან დაჭრილი ბიჭის ოჯახის წევრები. დედის თქმით, მისი შვილი მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცია. ის 11 წელი მსახურობდა. მისი ინფორმაციით, არ იცის მის შვილს ვინ ესროლა, მაგრამ გაიგო, რომ მას უცნობი პირი დაედევნა და რამდენჯერმე ავტომატიდან ესროლა.

 

მისივე თქმით, მის შვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ოჯახი დამნაშავის დასჯის მოითხოვოს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X