
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთი პირი დააკავეს.
პრაიმტაიმის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც სოფელ კაბალში, ერთ- ერთ ადგილობრივს, ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, ყვარლის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია.
შემთხვევა წუხელ, სოფელ კაბალში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. დაჭრას წინ სუფრასთან ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაჭრილ მამაკაცს, რომელიც რესტორნის მფლობელის შვილია, გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია, ლაგოდეხში არქიმედეს კლინიკაში ჩაუტარეს.
ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი























