09:16 | 2021-05-11 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სისხლიანი გარჩევა სოფელ დიღომში – კონფლიქტის მოგვარება საბურთალოელებმა სცადეს

სისხლიანი გარჩევა სოფელ დიღომში – კონფლიქტის მოგვარება საბურთალოელებმა სცადეს

სროლა იყო თბილისთან ახლოს. სოფელ დიღომში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილია კონფლიქტის 4 მონაწილე. სხეულის სხვადასხვა მძიმე დაზიანებებით ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ უკვე ჩაუტარდათ გადაუდებელი ოპერაციები. ინფორმაციას ამის შესახებ „კურიერი“ ავრცელებს.

 

მანქანას ბოლი ასდიოდა... შიგნით გონწასული ახალგაზრდა კაცი აღმოაჩინეს - რა მოხდა რუსთავში
2021-05-11მანქანას ბოლი ასდიოდა... შიგნით გონწასული ახალგაზრდა კაცი აღმოაჩინეს - რა მოხდა რუსთავში

 

მათივე ცნობით, სისხლიანი გარჩევა წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება, სოფელ დიღმელებს შორის დაწყებული კონფლიქტის მოგვარება საბურთალოელებმა სცადეს რასაც გარჩევა და მოგვიანებით სროლაც მოყვა.

 

საქმეში გარდა ცეცხლსასროლი იარაღისა ფიგურირებს დანაც. მომხდარზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X