09:34 | 2020-08-18 ავტორი: Prime Time

„სითი მოლი” აფეთქებას გადაურჩა – გაზქურის რვა სანთურა ღია მდგომარეობაში დატოვეს

„სითი მოლი” აფეთქებას გადაურჩა – გაზქურის რვა სანთურა ღია მდგომარეობაში დატოვეს

სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ შენობაში მდებარე ერთ-ერთ სამზარეულოში ღია მდგომარეობაში გაზქურის რვა სანთურა იყო დატოვებული. ინფორმაციას ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, „თბილისი ენერჯის“ ჯგუფმა ლაზერული გადამოწმებისას დაგაზიანება დააფიქსირა.

 

„ობიექტს შეუწყდა გაზმომარაგება. გამოძახებულია საპატრულო ეკიპაჟი“, – აცხადებენ „თბილისი ენერჯიში“.

 

ავტორი: Prime Time

X