17:12 | 2021-09-15 ავტორი: Prime Time

სიცრუეა, თითქოს რომელიმე პოლიტიკურ ან სხვა სუბიექტს გადავცემთ აბონენტთა მონაცემებს – „ბილაინი“

სიცრუეა, თითქოს რომელიმე პოლიტიკურ ან სხვა სუბიექტს გადავცემთ აბონენტთა მონაცემებს – „ბილაინი“

კომპანია „ბილაინში“ აცხადებენ, რომ სიცრუეა, თითქოს „ბილაინი“ რომელიმე პოლიტიკურ ან სხვა ნებისმიერ სუბიექტს აბონენტთა მონაცემებს გადაცემს.

 

კომპანიაში ამბობენ, რომ „ბილაინს“ აბონენტების მონაცემების შენახვისა და დაცვის უმკაცრესი სტანდარტები აქვს დანერგილი.

 

„ბილაინს“, როგორც მსოფლიოში კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერს, წამყვანი საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრს, რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს, ხოლო აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე, დანერგილი აქვს აბონენტების მონაცემების შენახვისა და დაცვის უმკაცრესი სტანდარტები. აბონენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვას, კომპანიაში არსებული შესაბამისი ნორმების გარდა, ასევე უზრუნველყოფს „ბილაინში“ დანერგილი მოწინავე ტექნოლოგია, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც ადგილობრივი კანონმდებლობის, ისე საერთაშორისოდ დანერგილი პრაქტიკით არსებულ მონაცემთა დაცვის მოთხოვნებს.

 

მე ნამდვილად ვიცი, ვინ არის ამ წერილის ავტორი... - მეუფე ნიკოლოზი ფარულ ჩანაწერებზე
2021-09-15მე ნამდვილად ვიცი, ვინ არის ამ წერილის ავტორი... - მეუფე ნიკოლოზი ფარულ ჩანაწერებზე

 

შესაბამისად, განცხადება, თითქოს „ბილაინი“ რომელიმე პოლიტიკურ ან სხვა ნებისმიერ სუბიექტს გადაცემს აბონენტთა მონაცემებს, სრული სიცრუეა, მითუმეტეს რომ, როგორც საერთაშორისო ჯგუფის წევრი კერძო კომპანია, ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობას. აბონენტთა მონაცემების დაცვა, „ბილაინის“, როგორც ტელეკომის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიის არა მხოლოდ ვალდებულება, არამედ – პრინციპია, რისთვისაც „ბილაინი“ მნიშვენლოვან ხარჯსაც იღებს და ამის მაგალითია წელს, 15 ივნისს მსოფლიოში წამყვან კორპორაცია „ნოკიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ მონაცემთა დაცვის უახლესი ტექნოლოგიაა. „ბილაინი“ ასევე არის GDPR -ის (General Data Protection Regulation) – ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა რეგულაციის ნორმების დანერგვის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ეს უმაღლესი სტანდარტი კანონმდებლობით არ მოითხოვება“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა კომპანია „ბილაინმა“, თავისი ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას.

 

ცნობისთვის: რუსული კომპანია „ბილაინი“ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შემოვიდა. კომპანიამ საკომუნიკაციო ბაზარზე ოპერირება 2007 წლის 15 მარტს დაიწყო.

 

ნახეთ: სააკაშვილი: ფსბ-ს კონტროლირებადმა„ბილაინმა“ გახარიას პარტიას აბონენტების სია გადასცა – კომპანიამ საქართველოში 2007 წელს დაიწყო ოპერირება

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X