19:26 | 2020-08-20 ავტორი: ალექსი ქამადაძე

სიცრუის დეტექტორი სამართლებრივად საქართველოში არ არსებობს – შაქარაშვილის საქმის პროკურორი

სიცრუის დეტექტორი სამართლებრივად საქართველოში არ არსებობს – შაქარაშვილის საქმის პროკურორი

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის თმით, საქართველოში სისხლის სამართლის საქმეზე სიცრუის დეტექტორის გამოყენება არ ხდება.

 

სიცრუის დეტექტორის გამოყენება შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებმა მოითხოვეს.

 

შაქარაშვილის დედა: გურამმა გვაჩვენა ის ადგილი, საითაც გარბოდა გიორგი – ახალი დეტალები
2020-08-20შაქარაშვილის დედა: გურამმა გვაჩვენა ის ადგილი, საითაც გარბოდა გიორგი – ახალი დეტალები

 

დავით ყაზარაშვილის განცხადებით, დაცვის მხარეს შეუძლია თავად ჩაატაროს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მოესურვებათ.

 

„სიცრუის დეტექტორი სამართლებრივად საქართველოში არ არსებობს, ის არ გამოყენებულა, როგორც საპროცესო მოქმედება და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ასეთს არ იცნობს.

 

იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს აქვს ამის გამოცდილება, თვლიან, რომ ეს არის საპროცესო მოქმედება და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, შეუძლიათ თავად ჩაატარონ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მოესურვებათ“, – აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X