01:36 | 2020-05-05 ავტორი: ანეტი მიქელაძე

სკანდალი საფრანგეთში! – კოვიდ-19-ის სავარაუდო პირველი შემთხვევა დეკემბერში დაფიქსირდა

სკანდალი საფრანგეთში! – კოვიდ-19-ის სავარაუდო პირველი შემთხვევა დეკემბერში დაფიქსირდა

საფრანგეთის ერთ-ერთი საავადმყოფოში, სადაც პნევმონიას ჯერ კიდევ დეკემბერში მკურნალობდა რამდენიმე პაციენტი, ხელახალი ტესტირება ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ 27 დეკემბერს, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი შევიდა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

 

პარიზის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების დირექტორმა, ივ კოენმა განაცხადა, რომ მეცნიერებმა განმეორებით გამოიკვლიეს 24 პაციენტის ანალიზი, რომლებიც მკურნალობას დეკემბერ-იანვარში გადიოდნენ და მათ გრიპზე უარყოფითი პასუხი ჰქონდათ.

 

„24 ადამიანიდან, გვყავდა ერთი პაციენტი, რომელიც კოვიდ-დადებითი იყო“, – აღნიშნა ექიმმა. მისი თქმით, ეს პაციენტი 15 დღის განმავლობაში იყო ცუდად და თავისი ორი შვილიც დააინფიცირა, მაგრამ მისი ცოლი, რომელიც სუპერმარკეტში მუშაობს, არ დაავადებულა.

 

დაახლოებით იმავე პერიოდში გავრცელდა პირველი ცნობები მწვავე რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტებზე იტალიაშიც.

 

ფილადელფიის უნივერსიტეტის პროფესორი ენრიკო ბუჩის თქმით, SARS-CoV-2 იტალიაში დეკემბრის შუა რიცხვებში შეიტანეს. პროფესორმა ყურადღება მიაქცია სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, ქალაქ პიაჩნცაში, კოდონოდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, პნევმონიის დიაგნოზით, ერთდროულად მკურნალობას გადიოდა 40-მდე პაციენტი – ადგილობრივი პრესა იმ პერიოდში ამაზე წერდა.

 

თებერვლის ბოლოს, პნევმონიისგან განკურნებულ პაციენტებს ახალი კორონავირუსის ანტისხეულები უპოვეს, რამაც ბუჩის ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა – ამ ადამიანებმა გადაიტანეს კოვიდ-19 მანამ, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას სახელი დაარქვა.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X