
სკანდალურ კადრებში, რომელსაც ერაყელი სამართალდამცველები ავრცელებენ ჩანს თუ როგორ ძარცვავენ ქართველები შეიხის სახლს.
ქართველმა ქალმა, რომელიც წლების განმავლობაში ერაყის ქალაქ დიუოკში შეიხის სახლში დამხმარედ მუშაობდა 2 მილიონ 600 ათასი დოლარი, ასევე 4 კილო ოქრო მოიპარა.
პოლიციამ ნაქურდალი ამოიღო, თუმცა ქალის დაკავება ვერ მოახერხა, რადგან მან ქვეყანა დატოვა.
მათივე ცნობით, ქართველმა ქალმა სახელად მარიკამ შეიხის სახლი 3 სექტემბერს, სამ თანამზრახველთან ერთად გაძარცვა .
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ძარცვაში მონაწილეობა მიიღეს – ლანჩხუთის მკვირდმა, 1986 წელს დაბადებულმა თენგიზ შაინიძემ, ლენტეხის მკვიდრმა 1994 წელს დაბადებულმა ცოტნე მჭედლიძემ, ცაგერის მკვიდრმა 1987 წელს დაბადებულმა აკაკი საგინაძემ.

სამდღიანი საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ პოლიციამ დაადგინა, რომ ქალმა თავი თურქეთს შეაფარა თან კი 20 000 ათასი აშშ დოლარი წაიღო.






















