11:17 | 2021-01-27 ავტორი: Prime Time

სკანდალური ქადაგების გამო დეკანოზ თადეოზს პასუხისმგებლობა დაეკისრება

სკანდალური ქადაგების გამო დეკანოზ თადეოზს პასუხისმგებლობა დაეკისრება

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) დეკანოზ თადეოზ სარალიძის სკანდალურ ქადაგებას ეხმაურება. განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

 

მეუფე დეკანოზის ქადაგებას სახარების სწავლებასთან შეუსაბამოს უწოდებს და აცხადებს, რომ ეპარქია უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას.

 

“მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის.

 

ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას”, – აცხადებს მეუფე დანიელი.

 

პარაზიტობას არ ჯობია, პატარა სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს? – დეკანოზი თადეოზი

ავტორი: Prime Time

X