14:14 | 2021-03-08 ავტორი: Prime Time

სკანდალური სამეფო წყვილის გულახდილი პასუხები კითხვებზე – ამონარიდები მეგან მარკლისა და პრინც ჰარის გახმაურებული ინტერვიუდან

სკანდალური სამეფო წყვილის გულახდილი პასუხები კითხვებზე – ამონარიდები მეგან მარკლისა და პრინც ჰარის გახმაურებული ინტერვიუდან

მეგან მარკლმა და პრინც ჰარიმ ოპრა უინფრის სკანდალური ინტერვიუ მისცეს.

 

გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდებს:

 

  • მეგანის სუიციდური ფიქრები

 

მეგან მარკლის განცხადებით, სამეფო ოჯახთან ცხოვრების მანძილზე თავს საკმაოდ იზოლირებულად და მარტო გრძნობდა. მისი თქმით, მხარდაჭერის ნაკლებობას განიცდიდა და სუიციდური ფიქრები ჰქონდა. ამის შესახებ მან პრინც ჰარის უთხრა.

 

„მისთვის რომ არ მეთქვა ვიცოდი, რომ ამას ნამდვილად გავაკეთებდი. ცხოვრება აღარ მინდოდა“,- განაცხადა მეგან მარკლმა.

 

  • არჩის კანის ფერი

 

მეგან მარკლის განცხადებით, პატარა არჩი არანაირ ტიტულსა და დაცვას არ მიიღებს. როგორც მეგანმა აღნიშნა, ბავშვის დაბადებამდე აქტიურად მიდიოდა საუბარი იმაზე, თუ რამდენად მუქი კანი ექნებოდა მას როცა გაჩნდებოდა. ჰარიმ მეგანის ნათქვამი დაადასტურა, თუმცა თქვა რომ დეტალებზე არასდროს ისაუბრებს.

 

  • მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ზაფხულში გოგონას ელოდებიან

 

ბავშვი სქესი წყვილმა სწორედ ინტერვიუს დროს გაამჟღავნა

 

  • სამეფო ქორწილი

 

მეგან მარკლის თქმით, ის და პრინცი ჰარი სამეფო ქორწილამდე სამი დღით ადრე დაქორწინდნენ.

 

  • პრინცი ჰარი და სამეფო ოჯახი

 

პრინც ჰარის თქმით, მას შემდეგ რაც ის და მეგანი სამეფო ოჯახს გამოეყვნენ, მამამისი, პრინც ჩარლზი მის ზარებს არ პასუხობდა. რაც შეეხება მისი და პრინც ვილიამის ურთიერთობას, ჰარიმ აღნიშნა, რომ მას ძმა ძალიან უყვარს.

 

  • მეგან მარკლი და სამეფო ოჯახი

 

მეგანის თქმით, დედოფალი თავდაპირველად საკმაოდ კარგად შეხვდა. თუმცა, ამის შემდეგ მას არანაირი მხარდაჭერა არ უგრძვნია. მეგანის თქმით, როდესაც მან თავისი მენტალური პრობლემების შესახებ დაიწყო საუბარი და შესაბამის ინსტიტუტებს დახმარება სთხოვა, უარი მიიღო.

 

  • მეგანი და ქეითი 

 

  • მეგანმა უარყო გავრცელებული ჭორები იმის შესახებ თითქოს ქეითმა ის ქორწილის წინ ატირა. მისი თქმით, ქეითთან უთანხმოების გამო იტირა, შემდეგ კი ქეითმა მას ბოდიში მოუხადა და ყველაფერი მოგვარდა.
ავტორი: Prime Time

X