13:26 | 2020-04-28 ავტორი: Prime Time

სკანდალური ვიდეო COVID-19-ზე, რომლის ავტორიც უგზოუკვლოდ გაუჩინარდა

სკანდალური ვიდეო COVID-19-ზე, რომლის ავტორიც უგზოუკვლოდ გაუჩინარდა

სოციალურ ქსელში ვრცელდება სკანდალური ვიდეო, რომელიც ჩინელმა ბლოგერმა ფანგ ბინმა გადაიღო.

 

ვიდეოს ავტორმა კადრები 2020 წლის პირველ თებერვალს გამოაქვეყნა და ის ჩინეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში არსებულ მძიმე მდგომარეობას ასახავს.

 

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ვიდეოს გამოქვეყნებიდან 2 კვირის შემდეგ ფანგ ბინი უგზოუკვლოდ გაუჩინარდა და მისი ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებისთვისაც კი უცნობია.

 

თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფანგბინი სამართალდამცველებმა დააკავეს, თუმცა ოჯახი მის ამ დრომდე ვერ ადგენს. ასევე, უცნობია ცოცხალია თუ არა ვიდეოს ავტორი.

 

ჩინეთში ეპიდსიტუაციის გაუარესების შემდეგ, ფანგ ბინმა გადაწყვიტა უჰანში არსებულ მდგომარეობაზე საკუთარ ბლოგზე ვიდეოები გამოექვეყნებინა.

 

განსაკუთრებული ყურადღება კი ამ ვიდეომ მიიქცია, რომელშიც კორონავირუსით გარდაცვლილი და ასევე მომაკვდავი ადამიანები არიან ნაჩვენები.

 

კადრებს ინგლისურ ენაზე სუბტიტრებით თან ახლავს მისივე ემოციები, რომელიც ქალაქში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს.

 

რისთის გააქრეს ჩინელი ვიდეობლოგერი

❗ მძიმე კადრები, რომლის გადაღების შემდეგ ჩინელი ვიდეობლოგერი გაუჩინარდა და არავინ იცის, ის ცოცხალია თუ მკვდარი

Gepostet von TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი am Montag, 27. April 2020

ავტორი: Prime Time

X