15:24 | 2020-05-01 ავტორი: Prime Time

სკანდალური ვიდეო -სისხლიანი დაპირისპირება „კანონიერი ქურდებს“ შორის

სკანდალური ვიდეო -სისხლიანი დაპირისპირება „კანონიერი ქურდებს“ შორის

ეს დაპირისპირება ერთი თვის წინ, ბელორუსში, კაზინო „ვენეციაში“ მოხდა, თუმცა კადრები ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.

 

 

ირკვევა, რომ სისხლიანი დაპირისპირების ერთ-ერთი ფიგურანტი „კანონიერი ქურდი“ ოლეგ გერასიმოვიჩია, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „მუმუს“ მეტსახელით იცნობენ.

 

დაპირისპირების მეორე მხარეს კი ასევე გავლენიანი „კანონიერი ქურდის“ ალექსანდრე კუშნეროვის გარემოცვაა.

 

დაპირისპირების დროს ცივი იარაღით რამდენიმე პირი დაიჭრა და მიუხედავად იმისა, რომ კადრებში ფიგურანტების იდენტიფიცირება საკმაოდ ადვილია, ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

 

გერასიმოვიჩის და კუშნეროვის დაჯგუფებებს შორის ეს პირველი დაპირისპირება არ გახლავთ. ორი გავლენიანი დაჯგუფება ბელორუსში გავლენების გაფართოებისთვის უკვე დიდი ხანია იბრძვის.

ავტორი: Prime Time

X