
„სხვა განზრახვით ვთქვი, ერთი გარდაიცვალა და რა დღეში ხართ, გლოვობთ, დაგამწუხრათ და შეტაკება, რომ მომხდარიყო და ბევრი დაღუპულიყო, რა იქნებოდა… “ – ამის შესახებ მიტროპოლიტმა ანტონმა საპატრიარქოს ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სპეციალური ინტერვიუ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტთან საპატრიარქოს ტელევიზიამ ჩაწერა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ამბობს, ამ განცხადების შემდეგ ზოგიერთი სასულიერო პირი სოციალურ ქსელში ქადაგებას უკითხავს, რაც სირცხვილად მიაჩნია.
„ზოგიერთი მოძღვარი კომენტარებში მმოძღვრავს და ქადაგებას მიკითხავს კომენტარებში და მიწერს, ერთი ადამიანის სული რამხელაა სამყაროში. სირცხვილია. ვინ თუ არა მე არ ვიცი?! ჩემი ქადაგებები რომ ნახოთ, მე არ ვიცი, რომ მთელი მატერიალური სამყარო რომ აიღო მისი სიმდიდრით, ქონებით და დადო სასწორის ერთ პინაზე და მეორე პინაზე ერთი ნებისმიერი ადამიანის სული, ათასჯერ გადაწონის ღვთის წინაშე ეს სული მთელ ქონებას. მე ვასწავლი ამას.“- განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა.






















