08:11 | 2021-10-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 26 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

 

„თელასის“ ინფორმაციით, გლდანის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ხევძმარის, ხარაძის, ილორის, ხიზამბარელის, ქერჩის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

 

სააკაშვილი საქართველოში შეიძლება, იმ ოცნებით დაბრუნდა, რომ ხელახალ ვარდების რევოლუციას მოაწყობდა, რევოლუციების დრო აღარ არის - დენიელ ფრიდი
2021-10-26სააკაშვილი საქართველოში შეიძლება, იმ ოცნებით დაბრუნდა, რომ ხელახალ ვარდების რევოლუციას მოაწყობდა, რევოლუციების დრო აღარ არის - დენიელ ფრიდი

 

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ხევძმარის, ხარაძის, ილორის, ხიზამბარელის, ქერჩის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

 

სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატო II მიკრორაიონის მოსახლეობას.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X