00:09 | 2021-11-16 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

სხვისი შვილების დედა – სამ ობოლს, რომელიც ბიძიასთან და ბიცოლასთან იზრდებიან, საზოგადოების თანადგომა სჭირდება

სხვისი შვილების დედა – სამ ობოლს, რომელიც ბიძიასთან და ბიცოლასთან იზრდებიან, საზოგადოების თანადგომა სჭირდება

სხვისი შვილების დედობა, რომ მძიმე ხვედრია, ეს კარგად იცის. უკვე ორი თვეა რაც ორი შვილის დედა ნათია ნატროშვილი, სამ მულისშვილს უწევს დედობას. ეს სევდიანი ისტორია კი 19 სექტემბერს მაშინ დაიწყო, როცა 11 წლის ლუკას და 7 წლის ტყუპებს, ანას და მარიას დედა ინსულტით გარდაეცვალათ…

 

არადა ყველაფერი სულ სხვანაირად იყო. სოფელ ტიბაანში მზია გარსენიშვილმა და გივი ხატიაშვილმა ოჯახი მოზრდილ ასაკში შექმნეს. მზია 36 წლის იყო როცა როცა დაოჯახდა. პირველი შვილი გარდაეცვალათ, მეორეს ლუკა დაარქვეს. ქალი ტყუპებზე იყო ორსულად როცა მეუღლე გარდაეცვალა. მას შემდეგ მარტოხელა დედის სევდას ატარებდა… იყო ბევრი გაჭირვებაც, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არასდროს საუბრობდა…

 

„მზია, უთქმელი გოგო იყო. იღებდა ბავშვების ობლობის პენსიას და სოციალური დახმარებაც ჰქონდა, მაგრამ მაინც არ ჰყოფნიდათ. ყველასგან მალულად, ბინა ბანკში ჩაუდია და როგორც მერე გავარკვიეთ, გადაუხდელობის გამო დაკარგა. განიცდიდა, ნერვიულობაზე ინსულტი დაემართა. რამდენიმე დღე საავადმყოფოში გვეწვინა, გაუკეთდა ორი ოპერაცია, თუმცა სამწუხაროდ გარდაიცვალა…

 

გარდაცვალებამდე იმ ბინაში ცხოვრობდა შვილებთან ერთად, რომელიც უკვე აღარ ეკუთვნოდა…

 

ერთი ჩვეულებრივი ოჯახი იყო, მდიდრები არ იყვნენ, მაგრამ თავიანთი სარჩო ყოველთვის ქონდათ. მეუღლეც 7 წლის წინ ისნულტით გარდაეცვალა. მარტო დარჩენილს ოჯახის სიმძიმე მას დააწვა…“ – ამბობს ნათია ნატროშვილი.

 

​როცა დედა ენატრებათ, ღამე საწოლში ტირიან. დღისით ცდილობენ, რომ მონატრება ოჯახის სხვა წევრებს არ ანახონ. ყველაფერს დედას ადარებენ და ხშირად იხსენებენ მასთან ერთად გატარებულ დღეებს…

 

„მთელი დღის განმავლობაში ჩემს შვილებთან ერთად ერთობიან, მაგრამ როცა დაძინების დრო მოდის, იხენებენ დედას, რომელიც ძალიან ენატრებათ. ყველანაირად ვცდილობ უდედობა არ ვაგრძნობინო და ზუსტად ისე ვუკეთებ ყველაფერს როგორც საკუთარ შვილებს… რთული ყოფილა სხვისი შვილობის დედობა, მაგრამ ვცდილობ არაფერი მოვაკლო…

 

შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვუკეთებ, მაგრამ მათ მაინც ბევრი რამ სჭირდებათ. ახლა ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრებიან, „ბუკი“ გაფუჭებული აქვთ. მასწავლებლები პირად შეტყობინებაში მიგზავნიან გაკვეთილებს და ასე ვამეცადინებ. ყველაზე მეტად კი მობილური ტელეფონები და საკუთარი სახლი უნდათ…“ – ამბობს ნათია.

 

პატარები კეთილი ადამიანების დახმარების მოლოდინში არიან. სჯერათ, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მათ ოცნებებს აასრულებენ…

 

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბავშვების ბიძას და ბიცოლას:

 

591 81 76 86 – ნათია ნატროშვილი (ბავშვების ბიცოლა)

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X