
„ძალადობა წარმოშობს ძალადობას“ და როცა ბავშვი ფიზიკური თუ სფიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია, ის შემდგომში თავადაც ხდება მოძალადე. ამის მრავალი დადასტურებული ფაქტი არსებობს.
გადაცემა „ექიმების“ გუნდმა ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა და გაარკვია, როგორია სხვადასხვა თაობის ადამიანების დამოკიდებულება აღზრდის ძალადობრივ მეთოდებთან დაკავშირებით. გამოკითხულთა პოზიცია არაერთგვაროვანია.
წარსულში ძალადობის მსხვერპლნი, რომლებიც ახლა ზრდასრული ადამიანები არიან, კუთხეში დაყენების, ყურის აწევისა და მსგავსი მიუღებელი სადამსჯელო მეთოდების მომხრეები არიან.
„მამაჩემი „ჩირდახში“ რომ ამიყვანდა, ქამრით მცემდა, მერე რა? მასწავლებელმა ბავშვი კუთხეში რომ დააყენოს, ეგ რა ძალადობაა?!“ – ამბობს შუახნის კაცი.
თუმცა, საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანებიც, რომლებსაც საკმაოდ მტკივნეული გამოცდილებით მსგავს მეთოდებს, როგორც შეუძლიათ, ისე ებრძვიან. „სკოლაში მასწავლებელმა ამახია ყური და ეს ისე მწარედ მახსოვს, არ გავიმეორებ“, – ამბობს ერთ-ერთი გამოკითხული.
„ბავშვს თუ ყური არ აუწიე და არ ატკინე, ის სიტყვა არ სტკივა ხანდახან. უნდა შემოარტყა და დაამახსოვრდეს, ეს ხომ მეტკინაო, რომ აღარ დამარტყას, აღარ უნდა გავაკეთოო, იფიქროს“, – ამბობს ხნიერი ქალბატონი.
ახალი თაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მშობლების მხრიდან სიმკაცრე საჭიროა, თუმცა, ეს ფიზიკურ ძალადობაში არ უნდა გადაიზარდოს.
ნახეთ ვიდეო ⇓






















