
პაატა იმნაძის თქმით, სკოლებსა და ბაღებში გარკვეული წესები შემუშავდება. მისი თქმით, საქართველოში სწავლის პროცესი ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში დაიწყება.
„საქართველოში სწავლის პროცესი ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება და ამისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა, ცნობილი გახდება, რა უნდა გაკეთდეს.
გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც და ბაღებისთვისაც– განაცხადა პაატა იმნაძემ.























