19:54 | 2020-05-20 ავტორი: Prime Time

სკოლებში COVID-19-ის შესახებ კამპანია დაიწყება – ამირან გამყელიძე

სკოლებში COVID-19-ის შესახებ კამპანია დაიწყება – ამირან გამყელიძე

საგანმანათლებლო დაწესებულებებში COVID-19-ის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი კამპანია დაიწყება.

 

​ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა.

 

„დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, ბატონ გიორგი კეკელიძესთან, რომელიც გულისხმობს, რომ სოფლის სკოლებში და ბიბლიოთეკებში აქტიურად წავა კამპანია დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, მეტი ცნობიერების შეტანისთვის კოვიდინფექციასთან და ზოგადად, ჯანმრთელობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით სკოლის ასაკის ბავშვებში. ეს ძირითადად განხორციელდება ბიბლიოთეკების საშუალებით და ამაში ჩვენი ეროვნული ბიბლიოთეკა და ჩვენი ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამსახური იქნება აქტიურად ჩაბმული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ავტორი: Prime Time

X