
სკოლებში სწავლის დაწყებაზე პრობლემა არ იქნება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენთან ეპიდსიტუაცია მართვადია და ემორჩილება კონტროლს.
„თუ ჩვენ ამ დონის ეპიდსიტუაციით და ამ მასშტაბით ვიარეთ ივლისი და აგვისტო, ვფიქრობ, ჩვენი გადასახედიდან არ იქნება პრობლემა სკოლებში სწავლის დაწყების, თუ რა ფორმით და როგორ ამაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 9-ით გაიზარდა.
ამჟამად ინფიცირებულების რაოდენობა 995-ს შეადგენს. აქედან, გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5001 ადამიანი, სტაციონალური მკურნალობის ქვეშ 219. ხოლო გარდაცვლილია 15.























