
„პრაიმატაიმს“ სავარაუდოდ თაღლითური სქემის ამსახველი ვიდეოკადრები მიაწოდეს.
როგორც კადრებიდან ჩანს, სავარაუდოდ რუსი ეროვნების მამაკაცი, სკუტერებს, რომელთაც თბილისში უკვე უამრავი მომხმარებელი ჰყავს, „აქირავებს“.
ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული მამაკაცი, თბილისის ცენტრალურ უბანში, კერძოდ თავისუფლების მოედანზე, მოქალაქეებს თავს კომპანია „სქროლის“ წარმომადგენლად აცნობდა და სავარაუდოდ, მოპარული საკრედიტო ბარათებით რიცხავდა სამგზავროზე, სანაცვლოდ კი მომხმარებლებისგან ფულს ხელზე იღებდა.
არსებობს მეორე ვერსიაც: ქუჩაში ის „სქროლის“ მომხმარებლებს „ეხმარება“ რეგისტრაციაში, შეჰყავთ ყალბი პრომო-კოდები და სავარაუდოდ პლასტიკურ ბარათებსაც ართმევენ, რაც ძალიან სარისკოა, რადგან ბარათები მომავალში სხვაგან შეიძლება იქნეს გამოყენებული, რაც ფინანსურ ზარალს მიაყენებს მოქალაქეებს.
მას ყალბი დამადასტურებელი დოკუმენტიც ჰქონდა ბეიჯის სახით.

„პრაიმტაიმი“ კომპანია „სქროლს“ დაუკავშირდა. როგორც იქ განმარტეს, მომხდარზე გამოსაძიებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდნენ.
ავტორი: თამარ ბუჩუკური






















