13:16 | 2021-08-30 ავტორი: თეონა ყაჭიური

სკუტერი ამოჰყავდათ ზღვიდან ტროსით, ლადო წყალში მდგარა და ტროსიდან დენმა დაარტყა – შეკვეთილში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

სკუტერი ამოჰყავდათ ზღვიდან ტროსით, ლადო წყალში მდგარა და ტროსიდან დენმა დაარტყა – შეკვეთილში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

შეკვეთილში ტრაგიკულად გარდაცვლილი ლადო გოგუას დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით „პრაიმტაიმმა“ დეტალები გაარკვია.

 

ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაზე დასასვენებლად იმყოფებოდა.

 

„ღმერთო, ჯერ კიდევ ამ ბიჭის ბიძა, ისიც ლადო გოგუა არ მოგვინელებია და ახლა ეს ტრაგედია კიდევ…

 

როგორც გავიგეთ, სკუტერი ამოყავდათ ზღვიდან ტროსით, ეს ლადო კი წყალში მდგარა და ტროსიდან დენმა დაარტყაო“, – ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები.

 

ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას თქმით, უბედური შემთხვევა წუხელ მოხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, ცხედარს კი ექსპერტიზა ჩაუტარდა.

 

გარდაცვლილ ახალგაზრდას თბილისში დაკრძალავენ.

 

ასევე ნახეთ – ქობულეთში ზღვაში 23 წლის კაცი დაიხრჩო (27 აგვისტო)

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: თეონა ყაჭიური

X