01:49 | 2020-06-02 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

სკუტერი, რიკო და ინგლისური ქუსლები – სულ სხვანაირი ანა დოლიძე

სკუტერი, რიკო და ინგლისური ქუსლები – სულ სხვანაირი ანა დოლიძე

ამ სტატიით სულ სხვანაირ ანა დოლიძეს გაიცნობთ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, „მოძრაობა ხალიხისთვის“ დამფუძნებელი, აქტიური და დატვირთული გრაფიკის პარალელურად, ცდილობს ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს. ყოველთვის ახერხებს დღის განმავლობაში ხუთი კილომეტრი ირბინოს და სპორტ დარბაზში ივარჯიშოს.

 

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. თუ ქალაქში ანა დოლიძე სკუტერით შეგხვდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ შეხვედრაზე ან სულაც სამსახურში ეჩქარება. ამბობს, რომ საცობების პირობებში ორბორბალა, ავტომობილზე კომფორტულია. ანა დოლიძე თბილისის ქუჩებში სკუტერით ხშირად გადაადგილდება.

 

 

სკუტერით გადაადგილება

 

„სკუტერის შეძენაზე სერიოზულად პანდემიის დროს დავფიქრდი. ბავშვობაში მქონდა ორბორბალა. როცა სკუტერი მოვსინჯე, მივხდი, რომ გარკვეული მიზნებისთვის არის კარგი ტრანსპორტი. ქალაქის ცენტრში გადაადგილებისთვის და დანიშნულების ადგილზე დროულად მისასვლელად საუკეთესო საშუალებაა.

 

იმ ადამიანებს, რომელსაც დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად არ უნდათ მანქანის გამოყენება, მაგრამ ფეხით მისასვლელად ნახევარი საათია საჭირო, სკუტერი არის ფანტასტიური. მისი გამოყენების დროს არ ისვრები, ადგილზე მიდიხარ მოწესრიგებული და თან რაც ყველაზე მთავარია, გარემოს უფრთხილდები.

 

სკუტერით ვყოფილვარ სამსახურში, იუსტიციის საბჭოში, ასევე კოსტავას ქუჩაზე, წავსულვარ ავლაბრიდან ვაკეში. ჩუღურეთში მოხვედრა ჩემი სახლიდან სკუტერით ძალიან ადვილია.

 

დიდი კომფორტია მაღაზიებში სიარული. ჩვენი სახლიდან პროდუქტების შეძენა ორ კილომეტრში, ავლაბრის მეტროსთან არის შესაძლებელი, იქ წასასვლელად ფანტასტიურია სკუტერი.  ვერ ვიტყვი, რომ მაღაზიაში ყოველ დღე დავდივარ, მაგრამ ჩემი შვილი მას ძალიან აქტიურად იყენებს.

 

ანდროს მაღაზიაში სიარული ბევრად უფრო გაადვილდა რაც სკუტერი გვაქვს. თუ მანამდე ეს იყო მოვალეობა, ახლა მისთვის პურის, რძისა და არაჟნის მოტანა არის სახალისო.

 

ნეკა დოროყაშვილის უფლებადამცველებმა ნიკა გვარამიას უჩივლეს - „ბასილაშვილის საქმე“
2020-05-29ნეკა დოროყაშვილის უფლებადამცველებმა ნიკა გვარამიას უჩივლეს - „ბასილაშვილის საქმე“

სირბილი, სატრენაჟორო დარბაზი და ძაღლი (რიკო)

 

ტვინის მუშაობა და სხეულის სიჯანსაღე გადაბმულია ერთმანეთთან. ჩემი საქმიანობა არის ძირითადად დაკავებული ტვინთან. შესაბამისად, ჩემი ის ყოველთვის არის დაძაბული. იმისათვის, რომ ვიყო მშვიდად, წყნარად და მქონდეს ბედნიერების აღქმა, მნიშვნელოვანია სწორად მქონდეს დატვირთული ორგანიზმი.

 

როგორც ძველი ბერძნები ამბობდნენ, ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია. საკუთარი სხეულის ჯანმრთელობისთვის ყურადღების მიქცევა, ჩემთვის მნიშვნელოვანია და ამას ყოველთვის შეძლებისდაგვარად ვცდილობ.

 

დაკავებული ვარ ვარჯიშით. უფრო მორბენალი ვარ. ძალიან მიყვარს და შემიძლია 4-5 კილომეტრი ვირბინო თითო ჯერზე. ენდორფინები გამოიყოფა დაახლოებით მეოთხე კილომეტრზე და ამ დროს, რაც არ უნდა გაღიზიანებული ვიყო, გამოწვევა მქონდეს ან რაიმე საკითხი გადასაწყვეტი, სულ სხვა განწყობით ვეკიდები ამ გამოწვევას.

 

სავარჯიშო დარბაზშიც დავდივარ. ყოველთვის ვამბობ, დარბაზში შევდივარ ერთი ადამიანი და იქიდან გამოვდივარ მეორე. ეს პერიოდი, როდესაც სავარჯიშო დარბაზებში არ იყო საშუალება ვარჯიშის, ჩემი სახლიდან ვაზისუბანში არის გადასასვლელი გზა და იმ გზაზე დავდიოდი. ძაღლი ამაში მეხმარება. დღეში ერთი საათი გვიწევს სიარული.

 

ჩემთვის და ანდროსთვის ძაღლის გასეირნების მოვალეობა უნდა სასიამოვნოდ მექცია. ცალკე, მოდი ძაღლი გაასეირნე, არც ერთ ბავშვს არ ეხალისება. ახლა ძაღლის გასეირნება არის გარკვეული რიტუალი, რომლითაც ყველა ბედნიერია.

 

მე ანდრო და ძაღლი კვირაში რამდენიმე დღე ვახერხებთ ხუთი კილომეტრით გასეირნებას.  ეს არის ის მომენტი, როდესაც მე და ჩემი შვილი ვსაუბრობთ, ვათვალიერებთ ქალას და ძაღლიც ბედნიერია.

 

 

 სტადიონად ქცეული ნაგავსაყრელი

 

2016 წელს გადმოვედით ავლაბარში საცხოვრებლად. მაშინ აღმოვაჩინე, რომ ჩვენი სახლიდან 200 მეტრში დიდი ნაგავსაყრელი იყო.

 

 

მეზობლებმა შევაგროვეთ ხელმოწერები, შევიტანეთ ისნის გამგეობაში და დაახლოებით ორ თვეში იმ ადგილას, აშენდა სტადიონი. ძალიან დიდი მადლობა მაშინდელ გამგებელს. ამ სტადიონმა საერთოდ შეცვალა უბნის ცხოვრება. ბავშვები, რომლებიც თამაშობდნენ ქუჩაში, ახლა, მათი მეორე სახლი სტადიონი გახდა.

 

მშობელი, რომლის შვილიც არის სტადიონზე, ბევრად უფრო მშვიდადაა.

 

– ქუსლები თუ კეტები?

 

– დაბალი ინგლისური ქუსლები. გადგება იმაში, რომ სოლიდურადაც გამოიყურებოდე და თან გადააადგილდე ადვილად. კეტები ძირითადად შაბათ-კვირას მაცვია.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X