12:43 | 2020-09-28 ავტორი: თამთა თორდია

სლოგანი „დარჩით სახლში“ ისევ ავამუშაოთ! – ამირან გამყრელიძე 

სლოგანი „დარჩით სახლში“ ისევ ავამუშაოთ! – ამირან გამყრელიძე 

ნაკლები იყოს გარეთ სიარული და სლოგანი დარჩით სახლში ისევ ავამოქმედოთ და ავამუშაოთ, უპირატესად რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე აჭარაში. – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბაღებში სწავლის პროცესი გადაიდო - რა ხდება სკოლებში
2020-09-28ბაღებში სწავლის პროცესი გადაიდო - რა ხდება სკოლებში

 

 

„თხოვნაა განსაკუთრებით აჭარაში, ხანდაზმულები დარჩნენ სახლში და ნაკლებად იარონ გარეთ, რომ ნაკლებად მოხდეს მათზე გადადება. მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის ნაკლები იყოს გარეთ სიარული და კონტაქტი“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად ინფიცირებულების რაოდენობა 5552-ს შეადგენს.

 

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5650 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 836, ხოლო გარდაცვლილია 31.

 

ავტორი: თამთა თორდია

X