
სუპერმარკეტ „სმარტის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სუპერმარკეტების ქსელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინფიცირებულია დაცვის თანამშრომელი, რომელიც „სმარტის“ რუსთაველის ფილიალში მუშაობდა, რის გამოც ყველა პირი, ვისაც ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, თვითიზოლაციაშია.
ასევე, დაიკეტა თავად ობიექტიც და როგორც კომპანია აცხადებს, ჩატარდა დეზინფექცია. მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდა სუპერმარკეტი სამუშაო რეჟიმს.
„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ჩვენი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ვუსურვებთ მას მალე გამოჯანმრთელებას. აქვე კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს თანამშრომელს, რომლებიც დაავადების გავრცელების მაღალი რისკის მიუხედავად ყოველდღიურად ემსახურებიან ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს და აწვდნიან მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებს.
თანამშრომელთა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დამატებითი ზომების მისაღებად, 22 აპრილიდან სმარტის ყველა ობიექტზე მისულ მომხმარებლებს მხოლოდ თერმო სკრინინგის გავლის შემდეგ მივიღებთ. თავად სმარტის თანამშრომლების თერმო სკრინინგი აქამდეც სისტემატიურად ხორციელდებოდა“, – აღნიშნულია „სმარტის“ განცხადებაში.
სუპერმარკეტი "სმარტი" COVID-19 -თან დაკავშირებული რისკების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ რეკომენდებული…
Gepostet von Smart Supermarket am Samstag, 18. April 2020






















