15:26 | 2021-11-17 ავტორი: რუსა ღვანიძე

Exclusive „სნაიპერობასაც სიამოვნებით ავითვისებდი“ – „ნიჭიერის“ ექსტრემალი ტრაქტორისტის უცნობი დეტალები

Exclusive „სნაიპერობასაც სიამოვნებით ავითვისებდი“ – „ნიჭიერის“ ექსტრემალი ტრაქტორისტის უცნობი დეტალები

გრანდიოზული და ყველაზე რეიტინგული მეგაპროექტის „ნიჭიერი“ ახალი X სეზონი, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში, ყოველ სამშაბათს 22:00 საათზე გაიმართება, მაყურებელს უამრავ საინტერესო, გასაოცარ და გასართობ ნომრებს სთავაზობს.

 

რამდენიმე დღის წინ, „ნიჭიერმა” მაყურებელს, უნიკალური სანახაობა შესთავაზა. პროექტის ერთ–ერთმა კონკურსანტმა,  დავით ლეკაშვილმა ხელის ფრჩხილებზე, ჟიურის ერთ–ერთ წევრ თიკა ფაცაციას, ექსკავატორის კოვზის საშუალებით ლაქის წასმა შეძლო.

 

“პრაიმტაიმი” ექსტრემალ ტრაქტორის ოპერატორს დაუკავშირდა და დავითის სხვა მრავალი შესაძლებლობები გაარკვია:

 

დავიბადე 1996 წლის 23 მარტს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში. მყავს მეუღლე, ორი შვილი, მშობლები და ერთი ძმა.

 

სკოლის დამთავრების შემდეგ, სამხედრო სამსახურში გამიწვიეს და იქედან დაბრუნებულმა, მალე ოჯახი შევქმენი, ამიტომ უმაღლესში, სწავლის გაგრძელება ვეღარ შევძელი.

 

Нет описания.

 

მიზანდასახული ადამიანი ვარ, კარგად მახსოვს სამსახურში, პირველად რომ მივედი, ერთ-ერთ ოპერატორს დაავალეს, ამეცადინეო. ვთხოვე, ნახევარი საათი მომეცით, არ მინდა მასწავლებელი, მე თვითონ ავითვისებ-მეთქი და ასეც მოხდა.

 

20 წუთში უკვე სამუშაოდ გავედი. პირველივე სამუშაო ძალიან რთული აღმოჩნდა, მაგრამ კარგად შევასრულე. ერთი კვირის დაწყებული მქონდა სამუშაო, როცა ტრაქტორის კოვზით, სანთებელა ავანთე (იცინის).

 

თბილისში, 5 წელი ტაქსის მძოლად ვმუშაობდი. ნახევარი მილიონი კმ მაქვს გავლილი დედაქალაქის ქუჩებში. ყველა ჩემ მგზავრს სიამოვნებდა ჩემთან მგზავრობა, არ მახსოვს როდესმე, რომელიმე მგზავრთან კონფლიქტკი.

 

ზოგჯერ 24 სთ–ში 1200 კმ–ს გავდიოდი, რადგან სულ მოძრაობაში ვიყავი.

 

ამ ეტაპზე რას საქმიანობ?

 

საქართველოს გაერთიენებულ წყალმომარაგების კომპანიაში, ექსკავატორის ოპერატორად ვმუშაობ. „ნიჭიერში“ მისვლა რომ გადავწყვიტე, ორი კვირა ვფიქრობდი, რა ნომრით წარვმდგარიყავი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი იდეა დამებადებოდა.

 

Exclusive  იცი რა გავაკეთე? ფეხით ავაწყვე რუბიკის კუბი და გავიმარჯვე - „ნიჭიერის“ პატარა ვარსკვლავის ემოციური ინტერვიუ
2021-11-12Exclusive იცი რა გავაკეთე? ფეხით ავაწყვე რუბიკის კუბი და გავიმარჯვე - „ნიჭიერის“ პატარა ვარსკვლავის ემოციური ინტერვიუ

 

ამ ტიპის ტურების შესახებ ინფოემაცია, ინტერნეტში მოვიძიე და გადავწყვიტე დავუფლებოდი, ვათვალიერებდი და ვეცნობოდი საინტერესო ნომრებს. ამოვწერე რამდენიმე ვარიანტი, რომ საკუთარი თავი გამომეცადა. მოხდა ისე, რომ თითქმის ყველა ნომრის შესრულება შევძელი.

 

რამდენიმე ნომერი ავირჩიე. დავურეკე პროექტ „ნიჭიერის“ პროდიუსერ მაგდა მითაიშვილს და ერთ-ერთი ნომერი წარვუდგინე.

 

თუ საიდუმლო არ არის, მოგვიყევი რა სირთულის ნომერი იყო…

 

ტრაქტორის კოვზით, ოპერატორი, ერთმანეთზე აწყობს შუშის ბოთლებს, რაც ხელითაც კი რთულია. მართალია, ეს ნომერი სახიფათო არ იყო, მაგრამ იაპონელებმა ორი ბოთლის დადება შეძლეს, მე – ოთხი.

 

Нет описания.

 

მეოთხე ბოთლის დადება, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ არც ერთი გამტყდომია, საბოლოო ჯამში, გამომივიდა. ეს ნომერი დამოკიდებული იყო ამინდზე, რადგან ოდნავი ნიავიც კი, ბოთლს გადმოაგდებდა. ამან ძალიან დიდი სირთულეები შემიქმნა და ამიტომ ამ ნომერზე, ბევრი მუშაობა დამჭირდა.

 

“ნიჭიერის” პროდისერს, რომ ვუთხარი მეოთხე ბოთლის დადებაც შევძელი-მეთქი, გაუკვირდა, არ არსებობს, ოთხ ბოთს ერთმანეთზე ვერ დასვამ, შენც ახლა, ფრჩხილებზე ლაქიც არ წაუსვაო (რა თქმა უნდა ხუმრობით)!.

 

გამოდის, რომ იდეა, „ნიჭიერის“ პროდიუსერს ეკუთვნის…

 

გეთანხმებით, ნამდვილად ასე იყო. მართალია, შეთავაზება იუმორის დონეზე დარჩა, მაგრამ გამიჩნდა სურვილი, მართლა წამესვა ფრჩილებზე ლაქი.

 

Нет описания.

 

ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რადგან ჩემი აზრით ნომერი სახიფათო, საინტერესო და ამავე დროს სახუმაროც გამოვიდოდა. ჩემი აზრით, საზოგადოებამ, ბოლომდე ვერ გაიაზრა, თუ რამდენად სახიფათო იყო.

 

გამოგიტყდები და პირადად მე, ძალიან ვინერვიულე – როგორც გატყობ, ექსტრემალი ხარ…

 

გეთანხმებით! ჟიურის ერთ–ერთმა წევრმა, ირაკლი იმნაიშვილმა მითხრა, შეგეძლო მანეკენი დაგესვაო, მაგრამ მინდოდა, რომ ნომერი სახიფათოც ყოფილიყო.

 

ემოციური ხარ?

 

თქვენ წარმოიდგინეთ, არა! ნაკლებად ვნერვიულობ ხოლმე, მაგრამ პირველად ჩემ ცხოვრებაში, 25 წლის მანძილზე, ისე ვინერვიულე, შოუს დაწყებამდე ხელები გამიშავდა და ვეღარ ვგრძნობდი.

 

თითებს ვერ ვამოძრავებდი, მაგრამ რომ გამახსენდა, რომ ცოცხალ ადამიანთან მიწევს მუშაობა, მომენტალურად გამოვფხიზლდი – თუნდაც 1მმ ცდომილება და ყველაფერი სახიფათოდ დასრულდებოდა!

 

 

Нет описания.

 

თიკას მაგივრად, მანეკენი რომ ყოფილიყო, ასე არ ვინერვიულებდი, სამაგიეროდ, მეტი სტიმული მომცა. სხვა შემთხვევაში, ჩვეულებრივი სანახაობა იქნებოდა. ძალიან დიდი რისკი იყო, მაგრამ რატომღაც, ჩემ თავში დარწმუნებული ვიყავი.

 

ცხოვრებაში რაც მიზნად დავისახე, ყველაფერი გამომივიდა. არ მიყვარს საკუთარი თავის ქება, მაგრამ ასეა.

 

რა დრო დაგჭირდა, მიზნის მისარწევად?

 

დაახლოვებით ოთხი წელი, რომ სამსახურიდან ყოველდღიური, თუნდაც ელემენტალური გამოცდილება მიმეღო. თიკამ მკითხა, რამდენჯერ გაქვს ეს ნომერი ნაცადიო და რომ ვუთხარი ოთხჯერ-მეთქი, გაოგნდა.

 

ვისზე ატარებდი ექსპერიმენტს?

 

ბევრი კითხვა იყო ამ საკითხზე და მინდა იმ ადამიანებს ვუთხრა, რომ უსაყვარლეს დედ-მამიშვილ, ჩემ ძმასთან ერთად ვვარჯიშობდი. ერთადერთი ადამიანია, ვინც დაჟინებით მთხოვდა, „ნიჭიერის“ შოუში მიმეღო მონაწილეობა.

 

მან გამიწია ნდობა, მანამდე კი, ფურცელზეც არ მქონდა ნაცადი. ორი კვირის განმავლობაში, უამინდობა დაემთხვა და მხოლოდ, ორი დღით ადრე მოვახერხე მევარჯიშა.

 

ღრუბლიანი დღეც ხელის შემშლელი ფაქტორი იყო. გამოგიტყდებით, მეტი რომ მევარჯიშა, უფრო ლამაზი ნომერი იქნებოდა. როგორც სტილისტი, ისე წავუსვამდი, ლამაზად. მე მხოლოდ დავაფიქსირე!

 

როგორ შეხვდა მეუღლე, შენ გადაწყვეტილებას?

 

თავიდან გაუკვირდა, მერე როგორც ქალმა, ცოტა იეჭვიანა (იცინის). ვუთხარი, როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ, ისე მოვიქცევი, თუ არ გინდა, არ გავალ-მეთქი. დაფიქრდა და მეორე დღეს თანხმობა მომცა. მისი აზრი, ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია და ამიტომ მხოლოდ, ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება.

 

Нет описания.

 

ტრაქტორი – ყველა ბავშვის საყვარელი სათამაშო, სავარაუდოდ შენიც…

 

რა თქმა უნდა ჩემი ბავშვობის ოცნებაც იყო და ავიხდინე კიდეც, საკუთარი ტრაქტორიც მყავს. მამას ჰყავდა ტრაქტორი და ბავშვობიდანვე ვსწავლობდი მართვას. პირველად 12 წლის ასაკში დავჯექი. გამოგიტყდებით და ბავშვობის სხვა ოცნებაც მქონდა, პოლიციელი მინდოდა გამოვსულიყავი.

 

ავიხდინე კიდეც, დაცვის პოლიციაში დავიწყე მუშაობა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ოცნება იყო. აღმოჩნდა, რომ ტრაქტორი, არა მარტო ბავშვობის, ჩემი ნამდვილი ოცნება იყო.

 

ტრაქტორისტის პროფესია, ადვილი არ არის, საკმაოდ რთულია, რომელიც დამოკიდებულია გონებრივ და ფიზიკურ მომზადებაზე. მხოლოდ ტრაქტორის მართვა და მინდორში მუშაობა, არ არის საკმარისი.

 

ფიზიკურადაც ძლიერი უნდა იყო?

 

რა თქმა უნდა, ექსკავატორის კულტივატორი, დაახლოვებით 450 კგ -ს იწონის, ერთი შემთხვევა მოხდა, ჩემ ძმას ფეხი მოჰყვა და სრულიად მარტომ, ავწიე ამხელა მასა და გადავარჩინე.

 

რას ამბობ, ერთი რეკორდი უკვე დაგიმყარებია…

 

ვფიქრობ, ასეთ დროს ყველა ასე მოიქცეოდა. ცალი მხრიდან, 450 კილოგრამიანი კულტივატორის, დაახლოებით 70% ავწიე. ძალიან გამწარებული ვიყავი და ვფიქრობ, ამიტომ შევძელი. სანაძლეო რომ დამედო, ალბათ ვერ შევძლებდი (იცინის).

 

რთულია ტრაქტორის მართვა?

 

ვისთვის როგორ, მე არ გამჭირვებია. როგორც ავტომობილს, მარტო საჭეს ტრიალი არ უნდა. მანქანას თუ 5 სიჩქარე აქვს, ტრაქტორს – 9, 13 და 18. ჩემი გოგონა 3 წლის არის და საჭეს უკვე ატრიალებს.

 

ძალიან კარგი მძღოლი ვარ. სანამ დავოჯახდებოდი, ბევრჯერ მიცდია ბედი, მყავდა საკუთარი მანქანა მაგრამ შეჯიბრში მონაწილეობა, სამწუხაროდ, არ მიმიღია. ყველა სახის ტრანსპორტს ვმართავ, ეს ჩემთვის ძალიან იოლი საქმეა.

 

შემდეგ ტურზე რით გააკვირვებ მაყურებელს?

 

უფრო გავართულებ, ბევრი წერს, მეტი რაღა უნდა გააკეთოსო და ვპირდები საზოგადოებას, რომ ზუსტად იმ „მეტზე” ვიბრძოლებ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ მომწერონ და პასუხს გავცემ, თუ ვინმეს სწავლის სურვილი ექნება, მობრძანდეს და დავეხმარები.

 

ერთს დავამატებ, რომ სალონური ნომერი არ იქნება. უამრავი იდეა მაქვს და ვნახოთ რომელს ავირჩევ. სავარაუდოდ, მრავალფეროვანი და ბევრად რთული იქნება.

 

შეიძლება ბევრმა გაიფიქრა კიდეც, რა ადვილია, ამას მეც გავაკეთებო! მაგრამ ასე არ არის, ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მხედველობაა.

 

Нет описания.

 

რომელიც სავარაუდოდ, 100 %–ი გაქვს?

 

აღმოვაჩინე, რომ ახლოს ვერ ვხედავ, მაგრამ შორ მანძილზე ისე ვხედავ, ექსკავატორის კოვზით, 4 მეტრი მანძილიდან, ნემსში ძაფის გაყრა შევძელი. ტრაქტორის კოვზზე (ყოვში) დამაგრებული იყო ძაფი და მაგიდაზე, სადაც ჩასმული იყო ნემსი, შევძელი ძაფის გაყრა.

 

Нет описания.

 

4 მეტრი ის მანძილია, საიდანაც ადამიანი ყუნწს კი არა, ნემსსაც კი ვერ დაინახავს და მე ეს შევძელი!

 

კიდევ რით გაგვაოცებ?

 

ძალინ ბევრს ვვარჯიშობ, განსაკუთრებით ტრაქტორით. რამდენიმე ხნის წინ, ინტერნეტში ვნახე, რომ ერთ-ერთ “ნიჭიერში”, ერთმა ადამიანმა სანთებელა აანთო. მეც ვცადე და 4 სანთებელა, ერთმანეთზე დავალაგე და ისე ავანთე. ერთის ანთება ადვილია, მაგრამ როცა ერთმანეთზე რამდენიმეს აწყობ, საკმაოდ რთულია.

 

შემიძლია, ტრაქტორის კოვზის საშუალებით, კოკა-კოლას საცობი მოვხსნა და ჭიქებშიც ისე ჩამოვასხა, წვეთი არ დავღვარო. პლასტმასის ჭიკარტებს, ისე ვსვამ, არ ტყდება. შემიძლია დიდი მანძილიდან, ტელეფონიც კი ჩავრთო, ნახევარ მილიმეტრიან ჩამრთველსაც კი ვხედავ.

 

სათვალე არ მჭირდება. იმდენად კარგად ვხედავ შორ მანძილზე, ისიც კი შევძელი, ლაქის ფუნჯი ბოთლის, ჯერ ერთ გვერდს წავუსვი, მერე მეორეს, ადვილად რომ ჩამედო ბოთლში – არ ვიცი, რამდენად შესამჩნევი იყო ეს მომენტი ეკრანზე.

 

Нет описания.

 

ინტერვიუში აღნიშნე, გავლილი გაქვს სამხედრო სამსახური – „სნაიპერობაზე” არ გიფიქრია?  

 

ხშირად ვიღებდი მონაწილეობას სროლაში, მაგრამ მხოლოდ რაიონის ტურებში და სხვათა შორის, იდიალურ შედეგსაც ვდებდი.

 

Нет описания.

 

სიმართლე გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია, თორემ სნაიპერობასაც სიამოვნებით ავითვისებდი, თან რამდენიმე წუთში.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

X