20:28 | 2020-07-15 ავტორი: თამთა თორდია

სოფელ ალში მომხდარი ჯგუფური ცემის ფაქტზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

სოფელ ალში მომხდარი ჯგუფური ცემის ფაქტზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სოფელ ალში მომხდარი ჯგუფური ცემის ფაქტზე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

უკვალოდ გაუჩინარებული ადამიანები შიდა ქართლში - ყველა შემთხვევა ერთ სტატიაში
2020-07-08უკვალოდ გაუჩინარებული ადამიანები შიდა ქართლში - ყველა შემთხვევა ერთ სტატიაში

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 11 ივლისს, ხაშურის რაიონის სოფელ ალში, დ.დ.-მ, ს.ნ.-მ და ხ.ნ.-მ, ჯგუფურად ჩაიდინეს ძალადობა 73 წლის მ.ფ.-ს მიმართ, რა დროსაც დაზარალებულს მიაყენეს დაზიანებები.

 

სამართალდამცველებმა დ.დ., ს.ნ. და ხ.ნ., 2020 წლის 13 ივლისს დააკავეს.

 

ხაშურის რაიონულმა პროკურატურამ სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფური ცემა) წარუდგინა.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.

 

ავტორი: თამთა თორდია

X