
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიასთან დაცული ტერიტორიების მიმდებარედ ხანძარია. სოფლის მიმდებარედ, სატვირთო რკინიგზის გასწვრივ ცეცხლი უკიდია ეკალ-ბარდსა და ტყის ქვედა საფარს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ცხრა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, როგორც სამეგრელოს რეგიონიდან, ასევე იმერეთიდან.
ქრობის სამუშაოებში ასევე ჩართულია რკინიგზის სატვირთო მატარებელი. ამ დროისთვის დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
ავტორი: თეა შონია






















