
სოფელ გურჯაანში დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანისთანავე გარდაიცვალა. – ინფორმაციას ამის შესახებ, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის დირექტორი, გელა ორველაშვილი ადასტურებს.
საავადმყოფოს მენეჯერის ინფორმაციით, რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო.
„რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა, თავში, კისერში და კიდურებზე. ჩავატარეთ რეანიმაციული ღონისძიებები, მაგარ შედეგი არ გამოიღო, გული აღარ ამუშავდა. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გარდაცვლილი შემოიყვანეს”- განაცხადა ორველაშვილმა.
შეგახსენებთ, გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ გურჯაანში, ორ ოჯახს შორის არსებული კონფლიქტის გამო, ერთ- ერთმა მათგანმა, ცოლ- ქმარს, სანადირო თოფიდან ესროლა.
ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი























