
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია 52 წლის ქალი. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ კასპის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, თამაზ ტატანაშვილმა მიაწოდა.
მისი თქმით, ქალი ბოჭორიშვილის კლინიკაში, ცხელების ცენტრში მუშაობს და სავარაუდოდ, იქ დაინფიცირდა.
„დღეს ინფიცირებულის ოჯახის ყველა წევრს ნიმუშები აუღეს, გაგზავნილია ლაბორატორიაში და ველოდებით პასუხებს. დადასტურებული მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევაა,” – გვითხრა კასპის მერმა.























