
ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭალადიდში, გავრცელებული ინფორმაციით,მოქმედმა პოლიციელმა პოლიციელი,სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ნასვამები იყვნენ და შემთხვევის დროს 14 ტყვია გაისროლეს. ფაქტი ცოტა ხნის წინ, პოლიციის განყოფილებაში მოხდა.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.სატელეფონო ზარებს არ პასუხობს სოფლის რწმუნებული.
ამ დროისთვის, პოლიციის განყოფილებაში სამმართველოდან დამატებითი ჯგუფები მივიდნენ.
მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს.
საქმეს პროკურატურა იძიებს. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი: თეა შონია
ასევე დაგაინტერესებთ:






















