11:13 | 2021-04-25 ავტორი: Prime Time

სოფელ ზოვრეთში მაშველებმა მოზარდი გადაარჩინეს

სოფელ ზოვრეთში მაშველებმა მოზარდი გადაარჩინეს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში მაშველებმა მოზარდი გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუიების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, მოზარდი ჩანჩქერიდან გადახტა და დამრეცი ნაპირის გამო, უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა დამოუკიდებლად ვეღარ მოახერხა.

 

„ადგილზე დასახმარებლად უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი წყლიდან თოკების საშუალებით ნაპირზე უვნებლად ამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

 

ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ზესტაფონის სამმართველოს სამაშველო ჯგუფი,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ავტორი: Prime Time

X