13:50 | 2021-02-11 ავტორი: Prime Time

სოფელი სისხლისფრად დაიტბორა – ამ უცნაური ამბის ამსახველ ვიდეოს The Independent-ი ავრცელებს

სოფელი სისხლისფრად დაიტბორა – ამ უცნაური ამბის ამსახველ ვიდეოს The Independent-ი ავრცელებს

ინდონეზიაში ქალაქ პეკალონგანთან მდებარე სოფელი ჯენგოტი სისხლისფერი სითხით დაიტბორა. კადრებს სოფლიდან The Independent-ი ავრცელებს.

 

ეს „უცნაური წყალდიდობა“ შაბათს , 6 თებერვალს მოხდა. წითელი ფერი წყალმა საღებავების კონცენტრატების შერევის გამო მიიღო, რომლებიც იქვე მდებარე ქარხანაში ინახებოდა.

 

მომხდარი ამბის ამსახველი ფოტოები და ვიდეოჩანაწერები Twitter-ზე გავრცელდა. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერდნენ, რომ წყლის ეს ფერი მათ სისხლს აგონებდათ.

 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაარწმუნა სოფლის მაცხოვრებლები, რომ ეს საღებავები არ არის მომწამვლელი და სახიფათო.

 

ერთი საათის განმავლობაში წყლის ამოტუმბვა მოხერხდა.

 

პეკალონგანში აწარმოებენ ბატიკს. ეს არის ქსოვილის მოხატვის ტრადიციული ინდონეზიური ტექნიკა. ქსოვილზე საღებავის დასაჭერად იყენებენ ცვილს.

 

ქალაქის გარშემო მდინარეებს არაერთხელ შეუცვლიათ ფერი. იანვარში პეკალონგანის მახლობლად, უფრო ჩრდილოეთით მდებარე სხვა სოფელში „მწვანე ფერის წყალდიდობა“ მოხდა.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X